30/04/2008
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
პუბლიკაციის "დასაქმების პროგრამები საქართველოში” პრეზენტაცია
თბილისი – 2008 წლის 1 მაისს, 13 საათზე, "თბილისი მერიოტში" საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია, გამართავს პუბლიკაციის "დასაქმების პროგრამები საქართველოში” პრეზენტაციას. ანგარიში მომზადდა პროექტის "მომავალი სიღარიბის გარეშე" ფარგლებში განხორციელებული კვლევების შედეგებზე დაყრდნობით.
პუბლიკაცია "დასაქმების პროგრამები საქართველოში" წარმოადგენს ოფიციალური მონაცემებისა და პროექტის ფარგლებში განხორციელებული სხვადასხვა ტიპის კვლევების შედეგების გაერთიანებულ ანალიზს, რომელიც ასახავს საქართველოში განხორციელებული დასაქმების პროგრამების შედეგებს, შრომის ბაზარზე არსებულ უმუშევრობის პრობლემებსა და მომავლის გამოწვევებს.
პროექტის ფარგლებში 2007-2008 წლის სახელმწიფო დასაქმების პროგრამის შეფასების მიზნით ჩატარდა რაოდენობრივი კვლევა საქართველოს მასშტაბით. (შერჩევა 1000 საწარმო). განხორციელდა: ფუკუს-ჯგუფები ალიანსის "მომავალი სიღარიბის გარეშე" წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით და შრომის ბაზრის რაოდენობრივი კვლევა იმერეთის რეგიონში. პუბლიკაციაში დეტალურად არის განხილული განხორციელებული და მიმდინარე სახელმწფო დასაქმების პროგრამები.
საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტა ასოციაციის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოში კერძო ბიზნესი მაღალი ტემპით ვითარდება და შესაბამისად იზრდება შრომის ბაზრის მოთხოვნები პროფესიულ კადრებზე. თუმცა, უმუშევრობა მწვავე პრობლემად რჩება. ძირითადი ბარიერი, რომლის წინაშეც დამქირავლებლები დგანან არის პოტენციური კადრების კვალიფიკაციის შეფასება. პროფესიონალიზმი პრობლემაა როგორც ტექნიკურ ასევე მენეჯერულ დონეზე. დღეს თითქმის შეუძლებელია საჭირო კვალიფიკაციისა და უნარების კადრის მოძიება ან/და დაქირავება.
პროექტი ხორციელდება დიდი ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია "OXFAM - საქართველოს" წარმომადგენლობისა და "Oxfam NOVIB"-ის ფინანსური მხარდაჭერით.
დამატებითი ინფორმაცისათვის დაგვიკავშირდით: დოდო ჭუმბურიძე,
PR მენეჯერი მობილური: 893 28 30 92 ელ-ფოსტა: pr@economists.ge
საკონტაქტო ინფრომაცია: მისამართი: თბილისი, 0105 ორბელიანის ქ. 35;
Tel: (+995 32) 92 28 39; 99 04 43; 93 64 75; Fax: (+995 32) 92 24;
e-mail: office@economists.ge; www.economists.ge